ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:25, 28 Sep, 2014     2413
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორთან რეგენ ფოეგელესთან და მსოფლიო ბანკის ექსპერტთან სოფლის მეურნეობის დარგში პიტერ გუდმანთან. შეხვედრა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას. ამ პროექტის ღირებულება 63 მნ აშშ დოლარია. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის და, ზოგადად ირიგაციის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლოდ, მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულების განვითარების კუთხით, დაფინანსების საკითხებს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ სხვადასხვა პროექტებზე. ოთარ დანელიამ შეხვედრის მონაწილეებსამ კუთხით თავისი ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა თუ როგორ აპირებს სახელმწიფო და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დარგის პოპულარიზაციას. საუბარია როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური მედიით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა დაუდასტურა. რეგენ ფოეგელემ გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-ში უმასპინძლოს ქართველ ფერმერებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ მიმართულების გაძლიერება გაცვლითი პროგრამებით და გადამზადების კურსებით იქნება შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება გააცნო მომავალში მსოფლიო ბანკის, IFAD-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაფინანსებული პროექტების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის და განხორციელების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტების განხორციელების განყოფილების შექმნის აუცილებლობის შესახებ. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოიწონეს მინისტრის ინიციატივა და იდეის განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკს ამ საკითხის განხორციელების კონკრეტულ გეგმასწარუდგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42