აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცემის ფაქტს სკოლა ,,სადუნის“ დირექცია ეხმაურება
საზოგადოება - 14:46, 28 Sep, 2014     3611

სკოლა „სადუნი“ განცხადებით ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მათი აღსაზრდელი ერთ-ერთმა მასწავლებელმა სცემა.

,,სკოლის დირექცია შეძრწუნებულია იმის გამო, რომ ვრცელდება ცალსახა, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ჩვენი აღსაზრდელის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ,,სადუნის" უპირველესი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი აღზრდა. სკოლა აღიარებს და ითვალისწინებს თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას. აქ აღზრდის პროცესი სიყვარულს ეფუძნება და ქმნის ოჯახურ გარემოს. მოსწავლე მაქსიმალურად დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პირობა იმისა, რომ სკოლის დირექცია მუდმივად იღებს უმაღლესი სასწაავლებლებიდან მადლობის წერილებს ასეთი წარჩინებული კურსდამთავრებულების აღზრდისათვის! გთხოვთ, იყოთ უფრო გულისხმიერნი მსგავსი ინფორმაციის გაშუქებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცემის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მოკვლევას იწყებს. აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის მშობლების განცხადებით, ფსიქოლოგისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვს სამი სახის დაზიანება აქვს.ოჯახმა უკვე მიმართა დამოუკიდებელ ექსპერტს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ზუსტი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი. საბავშვო ბაღში კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაზიანებები ბავშვს თანატოლმა მიაყენა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად სკოლა „სადუნში“ აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბავშვი მასავლებელმა სცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42