სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღში დაფიქსირებული დისკრიმინაციული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალისტი ბექა ელბაქიძე 4 წლის აუტისტი ბავშვის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ბაღის მასწავლებელმა სცემა. დაზიანებები ბავშვს ფოტოზეც ეტყობა.
„მივმართავ ჟურნალისტებს, ტელე-პროდიუსერებს, იურისტებს, ,სამოქალაქო სექტორს’’, ვისაც გაქვთ შეხება განათლების სამინისტროსთან.
ეს 4 წლის გაბრიელია, აუტისტი. გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა, დაზიანებებს ადვილად შეამჩნევთ სახეზე. სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მასწავლებელს ოჯახური პრობლემები აქვს და ნერვები არ უვარგა! პატრულმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა!
მოქმედება ხდება დიდუბეში, ბაქარძის ქუჩაზე მდებარე სკოლა ,,სადუნში’’
(მანამდე პერმანენტულად მიმდინარეობდა აუტისტი ბავშვის დისკრიმინაცია, მშობლები აპროტესტებენ - ჩვენი შვილები ავადმყოფ ბავშვთან არ იყოსო“, - წერს ელბაქიძე.

მასალის გამოყენების პირობები






