სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ „ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს“:
„მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო ჟიული შარტავა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა. წინა დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა და სხვებმა ინახულეს იგი. ჟიული შარტავას მაღლა აუწევია ხელები და უთქვამს, ღმერთო, ისევ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო, და მართლაც ეს მოხდა. ჟიული შარტავა არის უდიდესი პიროვნება, უდიდესი გმირი აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს.
და აი დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძლიერებითა ჯვარისათა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო, ჯვარის ძალით გაამთლიანოს საქართველო. შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით არ არის ის, რომ ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






