დავით ნარმანიამ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს დავალებები მისცა
საზოგადოება - 20:12, 26 Sep, 2014     1131

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვედრის ბოლოს 8 პუნქტისგან შემდგარი დავალებების ნუსხა გააცნო.

პაატა ჯაჭვლიანმა და სანდრო ჯაფარიძემ თბილისის მერს ათ დღეში უნდა წარუდგინონ მოსაზრებები ქალაქში სატრანსპორტო კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად კი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა მერს უნდა წარუდგინონ თავიანთი წინადადებები და ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დახაზულ მიწისზედა გადასასვლელებთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შესახებ; ავტობუსების გაჩერებების მოდერნიზაციის შესახებ; ავტობუსების ბოლო გაჩერებების მოწყობის შესახებ; მეტროპოლიტენის მოძველებულ მოწყობილობებთან და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით; ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების შესახებ.

დავით ნარმანიამ, ასევე, მოითხოვა, წარმოადგინონ შესაბამისი გაანგარიშება ბაღის პედაგოგებსა და 70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა, გამგეობებთან ერთად, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე, უნდა შეისწავლონ ტრანპორტის კუთხით დაუფარავი უბნები და წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

თბილისის მერის დავალებითვე, გამომდინარე იქედან, რომ კომპანია "აუთდორს" ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ვადა სექტემბრის ბოლოს უმთავრდება, წარმოდგენილი უნდა იქნას წინადადებები, რა სქემით მოხდება კომპანიის მომსახურების ჩანაცვლება.

აღნიშნულ დავალებებზე ინფორმაცია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა ათი დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42