ესტაკადა ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან შესაბამისობაში იქნება - ნარმანია
საზოგადოება - 19:30, 26 Sep, 2014     1954

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის პროექტზე კონკურსი გამოცხადდება და არჩევანი საუკეთესოზე შეჩერდება, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გააკეთა. მისი განმარტებით, ესტაკადა ძველი ქალაქის იერსახესთან და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან შესაბამისობაში იქნება.

“ჩვენ ამ საკითხის განხილვა გვქონდა ექსპერტებთან სატრანსპორტო სფეროში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ძველი თბილისის გალავნის ნაშთებს ე.წ. რეაბილიტაციის პროცესში ბეტონი დაასხეს, მან ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი დაკარგა. ესტაკადა გაკეთდება ისეთი ფორმით, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის იქნება თავისუფლად ხელმისაწვდომი, გაკეთდება განათება და არანაირი დისკომფორტი ტურისტებს არ შეექმნებათ. ამასთან, პროექტი ისე განხორციელდება, რომ ის, ერთი მხრივ, ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან შესაბამისობაში მოვა, მეორე მხრივ კი, განიტვირთება ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საცობები და დისკომფორტი მოეხსნება მოსახლეობას და მძღოლებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მოწყობის პროექტი “პანორამა თბილისთან“ კავშირში არ არის. მისი თქმით, ამ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვამ საცობები გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, საფრთხე მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე არსებულ ისტორიულ ნაგებობებს შეუქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42