,,ხარისხი ფასიც ღირს...“ - უცნობი საკუთარი შოუს ბილეთის ფასზე
კულტურა - 18:57, 26 Sep, 2014     6007
უცნობის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ღირებულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება გამოითქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთის ფასი 50-დან 150 ლარამდე იყო.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ საზოგადოების უკმაყოფილება უკომენტაროდ არ დაუტოვებია თავად გია გაჩეჩილაძეს. უცნობმა კომენტარი ეკა ხოფერიასთა გააკეთა:

„150-იანი ბილეთი არ არსებობდა, მაქსიმალური ფასი 100 ლარი იყო... მაგრამ, ეს ახალი ტექნოლოგიების შოუ იმდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა და ძვირადღირებული პროექტია, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა.

რომ ვიანგარიშეთ და გამოვითვალეთ ისეთი ნიუანსები იყო, რომელიც ვალს გვიტოვებდა და ა. შ... არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა მიხვიდეთ ასეთი ტექნოლოგიების შოუს ვერ დაესწრებით 500-600 დოლარი რომ არ გადაიხადოთ... შესაბამისად ხარისხი ფასიც ღირს...

მაგრამ მე ვპირდები მაყურებელს, როდესაც ეს რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაჯდება, შეძლებისდაგვარად გაიაფდება ბილეთის ფასი და აბსოლუტურად ყველას შეეძლება ამის ნახვა. მე თვითონაც ძალიან მინდა ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს პროექტი და ეს აუცილებლად ასე იქნება“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

„უცნობის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების მაღალ ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

"საბოლოოდ მივხვდი, "იუმორინას" და "კომედი ჯგუფის" კონცერტების გარდა, თითქმის რატომ არ დადის ხალხი ასე მასობრივად არც ერთ კონცერტზე. მინდოდა, ჩემი მეგობრებისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და გადავწყვიტე, უცნობის კონცერტის ექვსი ბილეთი მეყიდა. ნუ, ფასები დამხვდა ისეთი, აღარ ვიყიდე. ყველაზე ცუდი ადგილები 50 ლარიდან იწყებოდა. საშუალო ფასი - 100 ლარი იყო და ზევითაც. ხოდა დაადეთ ეს ფასები ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბილეთებს და მერე ნუღა იწუწუნებთ. რატომ არ დადის ხალხი კონცერტებზე.... შეგრჩებათ ე.წ "სვეტსკურ-ელიტური" მაყურებელი და ხალხისგან ისევე შორს იქნებით, როგორც ცა და დედამიწა", - წერდა გრიგოლია "ფეისბუქზე".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42