
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის მომზადებაზე იმსჯელეს, რომელიც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდება.
დაფინანსების სტრატეგიაში გაწერილი იქნება დეპარტამენტისთვის საჭირო ფინანსური სახრები, მათი ათვისების ოპტიმალური გეგმა და ვადები. 5 წლიანი დაფინანსების სტრატეგიის დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება საავტომობილო გზების ადეკვატური მოვლა–შენახვის დაფინანსების საკითხი იქნება.
საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის დოკუმენტსს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი ვახტანგ რაზმაძე, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი მონა პრასადი, ასევე ეკონომიკური ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






