მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების რუკის შექმნა დაიწყო.
დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე მესტიაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების, ჰიდროლოგებისა და მყინვაროლოგების მიერ რუკაზე დატანილი და გამოყოფილი იქნება მაღალი, საშუალო და დაბალი რისკების მქონე ტერიტორიები. რუქის შექმნა შვეიცარიის კოოპერაციისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სტიქიური კატასტროფების პრევენციისა და მზაობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო გეგმავს, რომ მსგავსი რუკა მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნას, რათა მოხდეს სტიქიური პროცესების პრევენცია და მოსალოდნელი ზიანი თავიდან იქნეს აცილებული.
აღნიშნული რუკის გამოყენება მოხდება სასოფლო სამეურნეო, სარეკრეაციო, საინჟინრო, ტურისტული და სხვა მიზნებისთვის. ასევე საცხოვრებელი სახლების, საავტომობილო გზების და სხვა საინჟინრო ობიექტების უსაფრთხო ტერიტორიებზე გაყვანისა და განთავსებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






