შესაძლოა, საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი რეისები დაინიშნოს
საზოგადოება - 14:45, 26 Sep, 2014     1681

საქართველოსა და ჩინეთს შორის, შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს, ასევე დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეების ჩატარება.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საქალაქო დაგეგმარების ორმხრივ განვითარებას.

აღნიშნულ თემებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრა თბილისის საკრებულოში შედგა.

მხარეებმა სამომავლოდ სტუდენტების გაცვლის პროგრამებისა და ასევე ორ ქვეყანას შორის ექპორტ-იმპორტის თაობაზეც იმსჯელეს. ქალაქ გუანჯოუს ვიცე- მერმა ვეიფან ლუომ საქართველოში ვიზიტით აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ თბილისსა და გუანჯოუს შორის მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ წინა საკრებულოს დროს დამყარდა. მანვე საკრებულოს თავმჯდომარეს სხვა თემებთან ერთად საქართველოსა და ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარება და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების იდეა შეთავაზა.

"ჩინეთში არის უდიდესი ძლიერი კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მეტი ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა გააჩნიათ'',-განაცხადა ვიცე-მერმა.

შეხვედრის მნიშვნელობაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლის იანვარში გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარეს გარკვეულ სფეროებში, კერძოდ, ეკონომიკის, ვაჭრობის ,ინვესტირების, ქალაქის დაგეგმარების, განათლების, ტურიზმის , სპორტისა თუ სხვა მიმართულებით თამანშრომლობას ავალდებულებს.

გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, მათ სტუმრებისგან მოწვევა ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე მიიღეს, რომელიც გუანჯოუში იმართება.

მანვე სტუმრებს საქართველოში კულტურული დღეებისა და აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენის ჩატარება შესთავაზა.

გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისსა და გუანჯოუს შორის საავიაციო ხაზების მიმოსვლის თაობაზე გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42