პროდუქტი საგანგაშოდ ძვირდება
საზოგადოება - 14:07, 26 Sep, 2014     1732

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გაძვირების შეჩერება ვერ ხერხდება. სპეციალისტები, აგრარული სეზონის დასრულებასთან ერთად, ფასთა კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. ხელისუფლებას, ჯერჯერობით ამ პროცესების დარეგულირების ბერკეტი არ გააჩნია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 3,4%-ია, ხელისუფლებაში ხშირად იმეორებენ, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია არ შეინიშნება და შესაბამისი სტრუქტურები ამ პროცესს ”შესანიშნავად” მართავენ. ფაქტი კი სხვაზე მიუთითებს.

წელს, სექტემბერში პირველად, აგრარულ ბაზარში 1 კილოგრამი ბადრიჯანი 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო -2 ლარი, კარტოფილი - 1 ლარი, პომიდორი - 1 ლარი, იმერული ყველი 9 ლარი და ა.შ. პროდუქტზე ფასი მუდმივად მზარდია და წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი.

როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის დონის თუნდაც 3,4%-მდე მიღწევაში ”მთავარი წვლილი” სწორედ სურსათის გაძვირებას მიუძღვის. სხვა სახის პროდუქტზე - ტანსაცმელზე, ტექნიკასა თუ ავეჯზე - ფასი ან არ იცვლება, ან იაფდება. მოსახლეობას კი არსებობისთვის სურსათი სჭირდება.

პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთ მიეზად რუსეთის ბაზრის გახსნა განიხილება, თუმცა ამ პროცესზე არანაკლები გავლენა მოახდინა გვალვამ და ღვარცოფებმა. კახეთში მოსავლის დიდი ნაწილი გადაიწვა, გვალვის გამო მოსავლიანობა შემცირდა იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. პროდუქტი ძვირდება, უმუშევრობის მაჩვენებელი კი ისევ მაღალია. მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფება. მართალია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამბობს, რომ 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 266 ლარია, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი კვირის სამყოფი თანხაც კი არ არის.

სტატისტიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, ფასის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველი ეს არის სეზონური ფაქტორი, რომელიც ტრადიციულია საქართველოსთვის - ზაფხულში სურსათი შედარებით იაფია, შემოდგომიდან კი ძვირდება. მეორე ფაქტორია ხელფასებისა და შემოსავლების მატება, როგორც მიმოქცევაში ფულის მასის ზრდის შემადგენელი ნაწილი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულების ნაწილს 100 ლარითაც კი რომ გაეზარდოთ შემოსავალი ისინი მაშინვე სასურსათო მდგომარეობის გაუმჯობესებას იწყებენ, რაც ფასებზე მყისიერ გავლენას ახდენს.

”ყოველი დამატებითი 100 ლარის შემთხვევაში, დაბალშემოსავლიანი ადამიანი წავა და გაიუმჯობესებს სასურსათო მდგომარეობას. ამ შემთხვევაში ფასების დაბალანსების ორი ბერკეტი არსებობს, იმპორტის ხარჯზე საქონლის მასის გაზრდა ან ფულის მასის ამოღება მიმოქცევიდან”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ხელისუფლებაში განსხვავებულად ფიქრობენ - ინფლაცია არის ნორმალურ მაჩვენებელზე, ამიტომ მის შესამცირებლად არანაირი ბერკეტის გამოყენება საჭირო არაა. მოსახლეობას კი გაძვირებულ პროდუქტთან შეგუება მოუწევს.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42