ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის წყალი უკვე მიეწოდება
საზოგადოება - 13:17, 26 Sep, 2014     1195
ონის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა და მეორე პროექტი იწყება. პირველი პროექტის დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უკვე მიეწოდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ონის მოსახლეობას აწუხებდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად მოგვარდა. ამჟამად კი, ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მეორე ეტაპს იწყებს.

მეორე ეტაპის ფარგლებში, ამორტიზირებული მილსადენების შეცვლა მოხდება, რომელიც წყლის დაკარგვას იწვევს. რეაბილიტაციის შედეგად, არსებული 24 საათიანი წყალმომარაგება შენარჩუნდება და კიდევ უფრო სტაბილური გახდება. პროექტის ღირებულება 618 ათასი ლარია.

რაც შეეხება წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომლის შედეგადაც ონში გაფილტრული და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უკვე არის, აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით დღეს ონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, რაჭა_ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი, სტეფან ჰაიკინი იმყოფებოდნენ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით , სათავე ნაგებობის მშენებლობის გარდა, ონში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„რამდენიმე თვის წინ აქ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ -მინისტრი, რომელიც ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელ წყალს დაჰპირდა და ეს დაპირება უკვე შესრულებულია. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ამერიკის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა საქლორატორო, მოხდა სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ქალაქ ონის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეწოდება მაღალი ხარისხის სასმელი წყალი. ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ონში განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, ქუჩების რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ რაჭა- ლეჩხუმში კეთდება 4 ამბულატორია. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონსა და სოფელში მაქსიმალურად გაიმართოს ინფრასტრუქტურა და ჩვენს მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ “-განაცხადა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა.

ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 927,073.65 ლარია. ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და სამუშაოების მიმდინარეობისას მშენებლობაზე 70-80 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი კი ,ადგილობრივი მოსახლეობა იყო.

პროექტით არა მხოლოდ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა, არამედ, ნაგებობამდე მისასვლელი გზაც გაკეთდა.

ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის დაწყებამდე ონის მუნიციპალიტეტში არ არსებობდა წყლის რეზერვირება, გაფილტრვა , დაქლორვა. რეაბილიტაციის შედეგად მოხდება სასმელი წყლის გაფილტრვა , დაქლორვა და სასმელად მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება ქალაქ ონის მოსახლეობას.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდა "ქვედრულის" წყალსადენის საკაპტაჟო ნაგებობის რეაბილიტაცია, მოეწყო საგუშაგო ჯიხური. აშენდა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ყველა საჭირო კომუნიკაციითაა აღჭურვილი , (ჭა წნევის რეგულატორი, წყალმზომის ჭა, ვერტიკალური სალექარი, ჩქარი ფილტრი და სხვა). ასევე გაკეთდა 1000 მ3 რეზერვუარი, საქლორატორო, სატუმბი სადგური და სადაწნეო მილსადენი. სრულად მოხდა სათავე ნაგებობის ტერიტორიის კეთილმოწყობაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42