დღეს, ალმაატში, ყაზახური საფეხბურთო კლუბის, "ქაირათის" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საფეხბურთო მატჩი ჩატარდება. "ქაირათის" ვეტერანი ფეხბურთელები "მსოფლიო ნაკრებს" დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "kazakh TV" ავრცელებს.
მსოფლიო გუნდში ითამაშებენ: პაულო მალდინი, ფაბიო კანავარო, ფრანჩესკო ტოლდო, ლუიშ ფიგუ, რივალდი, პოლ სქოულზი, კლარენ ზეედორფი, კახა კალაძე, ანდრეი შევჩენკო და სხვები.
„ქაირატის“ რიგებში ითამაშებენ: ევსტახი პელევანიდი, კურალბეკ ორდაბაიევი, სერგეი სტუკაშოვი, ევგენი იაროვენკო, ბახიდ მასუდოვი და სხვა გამორჩეული ვეტერანი "ქაირატელები".
საფეხბურთო კლუბ "ქაირათის" მმართველი ბორდის თავმჯდომარე, ქაუატ ბორამბაიევის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩი, როგორც ალმაატასთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის, დიდი მოვლენა იქნება.





მასალის გამოყენების პირობები






