27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“
საზოგადოება - 10:55, 26 Sep, 2014     2031

27 სექტემბერს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი შესრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილის 10.00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდება.

13:00 საათზე – წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატს დააბრძანებენ. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით დაიწერა.

15:00 საათზე – გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა საპატიო სტუმრები გმირთა მემორიალს ყვავილებითა და გვირგვინით შეამკობენ.

15:30 საათზე – ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისიდან ქუთაისში წააბრძანებენ.

16:00 საათზე – ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან _ „საქართველოსთვის" მოეწყობა ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება მონუმენტს ყვავილებით შეამკობენ, რის შემდეგაც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“ მოაწყობს ფელშმობს - „გამარჯობა სოხუმო“ (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42