C ჰეპატიტის მკურნალობა მსჯავრდებულთა მეორე ჯგუფმაც სრული განკურნებით დაასრულა
საზოგადოება - 10:56, 26 Sep, 2014     648

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის კურსი სრული განკურნებით კიდევ 25-მა პატიმარმა დაასრულა.

პროგრამაში ჩართულ 25 პაციენტს ექიმებმა უკვე გადასცეს ლაბორატორიული ტესტების პასუხები, რომლითაც დგინდება, რომ C ჰეპატიტის ვირუსისგან ისინი სრულად განიკურნენ. წინასწარი მონაცემებით, ამ მომენტისთვის ანალოგიური შედეგები აქვს კიდევ 148 პაციენტს, რომლებიც მკურნალობას ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაასრულებენ. ამ მომენტისთვის განკურნების მაჩვენებელი 95%-ია.

C ჰეპატიტის პროგრამა, მთავრობის გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან ხორციელდება და ინფექციის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ისახავს მიზნად. პროგრამა ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია და მის ფარგლებში გამოკვლევები უკვე 7000-მდე პატიმარს ჩაუტარდა.

მკურნალობის პროცესს ექიმ-ინფექციონისტების მაღალკვალიფიციური გუნდი, სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები და ლაბორატორიული ქსელი მართავს, ხოლო მკურნალობაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე ექიმთა კომიტეტი იღებს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების პარალელურად მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა სამოქალაქო სექტორის პაციენტებისთვისაც, რომლებმაც ფასდაკლებით სარგებლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42