თბილისის მერიაში დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მოუსმენენ. საუბარი შეეხება ამ სფეროს რეფორმას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. თბილისის მერსა და მთავრობის წევრებს ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მიაწვდიან.
„მერიაში იგეგმება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენს ამ რეფორმის მონახაზს გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მუნიციპალიური ტრანსპორტის სისტემა, რა დამატებით მომსახურებას მიიღებენ თბილისიელები, ხოლო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი წარმოადგენს რა რესურსები არის მოსალოდნელი რომ დაიხარჯოს ამ რეფორმის განსახორციელებლად“,-განაცხადა თბილისი ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა.
თბილისის მთავრობა მომსახურების სფეროს კომპანიებთან შეხვედრას, ტრადიციულად ყოველ პარასკევს მართავს. ისინი უკვე გაეცნენ „თელასის“, „ყაზტრანსგაზის“ „სითი პარკისა“ და სხვა კომპანიების საქმიანობას. მომავალ პარასკევს დედაქალაქის მთავრობის წევრები „თბილსერვისჯგუფის“ წარმომადგენლებს მოუსმენენ.
მასალის გამოყენების პირობები






