საზოგადოება „ივერია“ 27 სექტემბერს დაგეგმილ ,,აფხაზთა კრებას“ უერთდება
საზოგადოება - 11:05, 26 Sep, 2014     2059
,,მიგვაჩნია, რომ აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ხდებოდა სიტყვა „აფხაზის“ მიზანმიმართულად მცდარი გამოყენება, რაც ხელს უწყობდა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს შორის კონფრონტაციის და შუღლის გაღვივებას. აფხაზი აღნიშნავს საქართველოს ერთ კონკრეტულ რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობას და არა რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს. აფხაზეთიდან დევნილია ეთნიკურად ქართველიც, აფხაზიც, უკრაინელიც, ბერძენიც, ებრაელიც და ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთის მიერ ღია სამხედრო ინტერვენციამდე მუდმივად სახლობდა საქართველოს ამ კუთხეში. სწორედ ამიტომ, მივესალმებით აფხაზთა კრების, როგორც ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების კრების მოწვევას.

საზოგადოება „ივერიას“ ასევე დაუშვებლად მიაჩნია, რომ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები არ გამართულა თითქმის 25 წელია და დღეს დეპუტატის მანდატები აქვთ იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული „თავისუფლების აქტის“ შესაბამისად, ეკრძალებათ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. ტრაგიკული და სასაცილოა, რომ დევნილობაში მყოფი მთავრობის თავმჯდომარის პოსტი უკავია სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ფუნქციონერს და ღიად პრო-რუსული და ანტი-დასავლური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს. აღნიშნული ორგანო ხშირად არამიზნობრივად და გაუმჭვირვალედ ხარჯავს იმ თანხებს, რომელიც მას ბიუჯეტით განესაზღვრება და რომელიც დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მიგვაჩნია, რომ ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და მივესალმებით საზოგადოება „დაბრუნების“ ინიციატივას, კომპლექსურად დადგეს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადარჩევის და აფხაზეთის მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხი.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს საზოგადოება „ივერია“ გაიხსენებს რუსეთთან ომში დაღუპულ მეომრებს და მოქალაქეებს“, - ნათქვამია ,,ივერიის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42