პირადი ცხოვრების დაცვის გარანტიები: რეფორმების აუცილებლობა
საზოგადოება - 21:16, 25 Sep, 2014     1527
1. პროცედურული მხარე

2014 წლის 1 აგვისტოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ფარული ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმიური მიზნების მიღწევისათვის - ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებათა დასაცავად.

ერთი შეხედვით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შიდა კანონმდებლობაში დანერგვა პროგრესულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს; მაგრამ რეალურად გასათვალისწინებელია, რომ ევროპული კონვენცია იმიტომ კი არ არსებობს, რომ მისი ტექსტი მოვნიშნოთ და კანონებში დავაკოპიროთ, არამედ ადგენს ზოგად სტანდარტს რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის პირადი ცხოვრება, ხოლო ეროვნული კანონმდებლობა, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად კონკრეტულად და ამომწურავად უნდა ჩამოთვლიდეს ასეთი მოქმედების საფუძვლებს, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ე.წ ,,შეფასების ზღვარის“ (margin of appreciation) ეგიდით.

გარდა ზემოხსენებული დეკლარაციული ხასიათის წინაპირობებისა, კანონი ჩამოთვლის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ისეთ საფუძვლებს, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს:

- ,,გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო“ - კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა შესაძლებლობას აძლევს გამოძიებას პირის მიმართ განახორციელოს სატელეფონო საუბრების მოსმენა და ვიდეო-გადაღება რეალური საჭიროების გარეშე. წლების წინ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სავალდებულოა გამოძიებისდაწყება. დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია საერთოდ არ იყოს საჭირო, ვინაიდან მოცემულ მომენტში იგი აღარ ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას.

ჩვენი აზრით, დანაშაულის ჩადენის ფაქტისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია ,,გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო“ ნაცვლად ფარული საგამოძიებო მოქმედების საფუძვლად მიეთითოს ფორმულირება - ,,არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი ემზადება განზრახი დანაშაულის ჩასადენად ან დაკავებულია ასეთი საქმიანობითან/და ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას წარსულში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის.”

ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეგლამენტაცია დაიცავს თუნდაც ,,წარსულში დანაშაულის ჩამდენ“ პირს მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

- ,,პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი (დანაშაულის ჩამდენი პირი) პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს“

მიგვაჩნია, რომ მოყვანილი ფორმულირება საშუალებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს დაუსაბუთებლად მიიღოს ცნობები იმ პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც უბრალოდ დანაშაულის ჩამდენი პირის გარემოცვის წრეს წარმოადგენენ და საერთოდ არ აქვთ კავშირი საქმესთან.

- ,,პროკურორის შუამდგომლობაში ასევე უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ასეთი სარსებობის შემთხვევაში, რომლებიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა და რამაც ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა“ - ამ ფორმულირების მიხედვით, პროკურორმა შეიძლება განუცხადოს მოსამართლეს, რომ საქმეზე ჯერ არ ჩატარებულა არანაირი საგამოძიებო მოქმედება, ვინაიდან თუ არ მოუსმინეს კონკრეტული პირის საუბრებს და ოთახში არ დაუმონტაჟეს კამერები, გამომძიებელს არ ეცოდინება თუ ვინ უნდა დაკითხოს, სად უნდა ამოიღოს კონკრეტული ნივთი თუ დოკუმენტი და ა.შ. ასეთი რეგულაციით ადვილი ხდება პროკურორისა და გამომძიებლისათვის მოსამართლის უსაფუძვლო დარწმუნება კონკრეტული პირის მიმართ ჩასატარებელი ფარული მოქმედებების კანონიერებაში.

ვფიქრობთ, რომ მოსამართლის მიერ ნებართვის გასაცემად წარმოდგენილი მასალების სრულფასოვნად და ობიექტურად შეფასების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გამოძიებისა და პროკურატურის დავალდებულება სასამართლოს წარუდგინოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ხელთ აქვთ.

საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა - გამოძიების დაწყებას, ხომ რაღაც ინფორმაცია ედება საფუძვლად და მითუმეტეს კონკრეტული ადამიანის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ნებართვის მოთხოვნას.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებელს ვთავაზობთ შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების ნაცვლად, დააწესოს ნებისმიერი ისეთი მონაცემის წარდგენის ვალდებულება, რომელიც დაასაბუთებს პირის სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ვიდეო-გადაღების საჭიროებას.

2. ორგანიზაციული მხარე

უნდობლობის ერთ-ერთიგამომწვევი მიზეზი სატელეფონო მოსმენების, ვიდეო-გადაღებების, ელექტრონული კომუნიკაციების კონტროლის სამსახურისა და ამოძიების სამსახურების ერთ უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობაა, რა დროსაც რეალურია რისკი მაღალი თანამდებიბის პირების მიერ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისა – დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები იმავდროულად ხელძღვანელობენ და სრულად მიუწვდებათ ხელი ფარული ღონისძებების ჩამტარებელი სამსახურების საქმიანობაზე.

,,რეფორმატორთა კლუბი“ გთავაზობთ ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის თვალსაჩინო მაგალითად მოგვყავს თურქეთის რესპუბლიკა, პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზებს:

- სატელეფონო მოსმენების, ვიდეო-გადაღებების, ელექტრონული კომუნიკაციების კონტროლის სამსახური გატანილი უნდა იქნას შსს სისტემიდან და შეიქმნას მისი დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები – სამსახურის უშუალო დაქვემდებარება პრეზიდენტის ან პრემიერ–მინისტრისადმი;

- გამოძიებას სამსახურთან უნდა ჰქონდეს მხოლოდ მკაცრად დაცული ელექტრონული კავშირი, დოკუმენტებს, სასამართლოს ბრძანებებს, მუშაობის შედეგებს ადრესატები ერთმანეთს უგზავნიან მხოლოდ ელექტრონული ფორმით;

- გამომძიებლებისათვის ცნობილი არ უნდა იყოს ასეთი ღონისძიებების ჩამტარებელ პირთა ვინაობა;

- მიზანშეწონილია სამსახურის ადგილსამყოფელის საიდუმლოების უზრუნველყოფა;

- მასალა, რომელიც დაკავშირებული არ არის დანაშაულთან და შეეხება მხოლოდ პირად ცხოვრებას, უნდა განადგურდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობით (დღეს ინსპექტორს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია);

- პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ სამსახურის საქმიანობის შედეგად დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჩივრით შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს;

- სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველოფა:

ფარული ღონისძებების განმახორციელებელი სამსახური წელიწადში ოთხჯერ მაინც საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პრეზიდენტს/პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს;

პრეზიდენტს/პრემიერ-მინისტრის ან/და პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამსახურის საქმიანობას ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შემოწმების შედეგებს წარუდგენს პრეზიდენტს/პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს.

,,რეფორმატორთა კლუბის“ მიერ შეთავაზებული რეფორმის ძირითადი შედეგები:

მინიმუმამდე დავა უკანონო სატელეფონო მოსმენების, ვიდეო გადაღებების, ელექტრონული კონტროლის რისკი;

პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთ კონკრეტულ სამსახურს;

გაიზრდება მთლიანად სახელმწიფოს როლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის პროცესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42