საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი გურიის რეგიონში იმყოფებოდა
საზოგადოება - 18:22, 25 Sep, 2014     1187

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა.

სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის დონემ დაიკლო. აქტიურ ფაზაშია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა. პარალელურად, დაწყებულია ზარალის დათვლა. კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს. შემოქმედში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სოფლებში გზები დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ბჟუჟის ნაპირზე დამცავი ჯებირები არსებობდა, ადიდებულმა მდინარემ გზა მაინც დააზიანა. მიმდინარეობს როგორც ჯებირების გამაგრება, ასევე გზის აღდგენა. შემოქმედში წყლის სათავო ნაგებობა დაზიანდა, რამაც მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება შეაფერხა. პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, რამდენიმე დღეში კი სრულად გადაიჭრება. ამ დროისთვის, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მიმდინარეობს სკოლის ტერიტორიის გაწმენდა. სასწავლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ განახლდება.

დაზიანებული ობიექტების დათვალიერების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა თათბირი. განიხილეს ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაზიანებული სავარგულები. დაიგეგმა ღონისძიებები, რომელთა განხორციელების პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან.

საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, თათბირის დასრულებისთანავე, აჭარაში გაემგზავრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42