სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს
საზოგადოება - 17:12, 25 Sep, 2014     1465

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შვლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებულ ობიექტებს ათვალიერებენ.

დავით შავლიაშვილმა, ვახტანგ გომელაურმა და მინდია ჯანელიძემ უკვე მოინახულეს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები და სკოლა, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა. მდინარეზე, რომლის ადიდებამაც გურიაში პრობლემები შექმნა, სპეციალისტები კალაპოტის მოწესრიგებაზე მუშაობენ.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი მუშა-ხელი. სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზეც. ქალაქ ოზურგეთის 70%-ს წყალი უკვე მიეწოდება.

დავით შავლიაშვილი დღეს ბათუმში შეხვდა და მადლობა გადაუხადა შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკურ დირექტორს, ლევან ვაშაკიძეს, მშენებლობის სამმართველოს უფროსს, ტარიელ მახათაძეს, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მიხეილ ლოლაძეს, ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისის, ბაღდათის, ოზურგეთის სერვის-ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც ოპერატიულად ჩაერთვნენ მხარეში შექმნილი პრობლემის მოგვარებაში.

აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, შტაბის წევრები ოზურგეთში საგანგებო თათბირს გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42