სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე სტიქიის ზონაში ჩავიდა
საზოგადოება - 13:50, 25 Sep, 2014     1442

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა დააზარალა, დაიტბორა სოფლები.

მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან, ოზურგეთის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთანერთად სოფელ შემოქმედსა და ნატანებში ადიდებული მდინარისგან დატბორილი სავარგულები დაათვალიერა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადგილზე ვითარების შესწავლა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სასოფლო-სამეურნეო კუთხით.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ ადიდებულმა მდინარემ 2 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული სრულად მოგლიჯა. შემოქმედსა და ნატანებში დატბორილია მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები რეგიონში შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42