კულტურის სამინისტროში წიგნის - "მე მოვალ თქვენთან" პრეზენტაცია გაიმართება
კულტურა - 13:18, 25 Sep, 2014     1836

26 სექტემბერს, 17:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (სანაპიროს ქ.N 4,მე-5 სართული) წიგნის - ,,მე მოვალ თქვენთან" პრეზენტაცია შედგება. გამოცემაში, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსებია შესული. წიგნის ილუსტრაციებად გამოყენებულია ასევე ომში დაღუპული მხატვრების - სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნახატები. პროექტის ავტორი და რედაქტორი პროფესორი სალომე კაპანაძეა.

წიგნი ეძღვნება სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს - 27 სექტემბერს და იგი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანა ვალშია ამ გმირების წინაშე, რომ ისინი ბრძოლაში არ დამარცხებულან. ბრძოლა მათ წააგეს, ვინც იმ დღეებში ცისფერ ეკრანზე ადევნებდა თვალს, თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან მისი ქვეყანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს ომის ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42