„საცობების განმუხტვის გამო თავისუფლების მოედნიდან პუშკინის დაღმართზე ესტაკადის გაკეთება არის სრული აბსურდი და მავნებლობა“,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
უგულავას განცხადებით, ამ პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას, არჩევნებამდე სურდა, თუმცა მისივე თქმით, პროექტის განხორციელება მომდევნო წლისთვის გადაიდო.
"პროექტი, ახლა ბიუჯეტის სიდუხჭირის გამო გადაიდო, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ წელს მაინც აპირებენ. კერძოდ, საუბარია, საცობების განმუხტვის გამო თავისუფლების მოედნიდან პუშკინის დაღმართზე ესტაკადის გაკეთება, რაც არის ერთის მხრივ სრული აბსურდი და მავნებლობა.თუ ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მართლა განვითარდეს და თუ ჩვენ გვინდა, რომ საცობები კიდევ უფრო მინიმუმზე შევამციროთ, ამისთვის ეს დაკონსერვებული პროექტებია გასაკეთებელი და არა ის სიგიჟე, რომ ისტორიულ, მე-9 საუკუნის თბილისის გალავანს დაადგა ესტაკადა თავზე, მინდა ნარმანიას მოვუწოდო, რომ დაუჯეროს იმ ადამიანებს, ვინც იცის მერიაში ეს საკითხი. გარდა ამისა, მინდა ვუთხრა თავისთვის გასაგებ ენაზე, თუ სხვაგვარად არ ესმის, რომ ამ ადგილას, ყოფილი ცეკავშირის შენობის მიმდებარედ, ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისი" უნდა განხორციელდეს და ესტაკადის მშენებლობა არ შეიძლება",- განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






