ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს
საზოგადოება - 18:24, 24 Sep, 2014     1279

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთდ, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე იმყოფებიან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მდინარე ბჟუჟისა და ნატანების ადიდების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები დააზიანა, მათ შორის _ ცენტრალური გზის ნაწილი. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზეავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული რჩება. სტიქიის ზონაში, წყლის დონის მაღალი მაჩვენებლის გამო, ტექნიკის მუშაობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, ოზურგეთში დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბი სადგური. პრობლემის მოსაგვარებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობა უკვე დაიწყეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება მანამ, სანამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება სრულად არ აღუდგება.

ადგილზე მობილიზებულია, ასევე, გურიის საავარიო ბრიგადები და ექსპლოატაციის სამსახური. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია პირველად მონაცემებს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42