იქნებ თქვენ იმის ნახევარი მაინც გააკეთოთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის - შაშკინი ხელისუფლებას
საზოგადოება - 16:10, 24 Sep, 2014     1332
ბოტების, ჩინოვნიკების და პარტ.აქტივის რესურსი უკვე აღარაა საკმარისი, - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მხარდამჭერების მხრიდან სხვადასხვა შინაარსის კომენტარებს ეხმაურება.

,,მთავრობა დიდი მონდომებით ცდილობს გაანეიტრალოს სოციალურ ქსელებში არსებული ნეგატივი. ბოტების, ჩინოვნიკების და პარტ.აქტივის რესურსი უკვე აღარაა საკმარისი. ამიტომ, ახლა ცდილობენ სისხლისსამართლებრივი ზომები დააწესონ ინტერნეტისთვის, რაც თავისთავად უტოპიაა.

ბოტების და პარტ.აქტივის გამწარება იმაშიც გამოიხატება, რომ უკვე ვერ ახერხებენ ახალი ზღაპრების მოგონებას და copy/paste-ით დებენ ერთსა და იმავე ტექსტებს კომენტარებში.

მაგალითად, ჩემს პოსტებზე ბოლო კვირას სხვადასხვა ბოტების და ჩინოვნიკების სახელით იდება ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი: "ეს ის შაშკინი არ არის, რომელიც სისხლის დალევით იმუქრებოდა?!" დრო რომ დავუზოგო ამ კონტიგენტს კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კი, მე ის შაშკინი ვარ, რომელმაც საჯარო სკოლის დირექტორებს ხუმრობით ვუთხარი, სკოლების რემონტების და ბავშვების კუთვნილი ფული სახლში არ წაიღოთ, თორემ თქვენს სისხლს დავლევთქო. ხუმრობით ნათქვამმა სიტყვებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 წელიწადში მარტო სკოლის ვაუჩერებისგან 20 მილიონი ლარი დაუზოგა.

იქნებ თქვენ იმის ნახევარი მაინც გააკეთოთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის“, - წერს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42