ე.წ. "ბოშების ბაზრის" მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციასა და დედაქალაქის მერიას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
მოვაჭრეები ბანკებიდან გამოტანილი კრედიტების დაფარვის გადავადებასა და დამწვარი ინფრასტრუქტურის აღდგენას მოითხოვენ.
„დღეს მე-9 დღეა დაპირებაზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. გუშინ გვითხრეს, რომ ბანკები სესხს არ გვიკეთებენ. გაჩერებულები ვართ. ამისთვის არ გვცალია. ოჯახები გვყავს სარჩენი. ახლა წლამდე მაინც ხომ შეუძლიათ, რომ გადაგვივადონ, სანამ ფეხზე დავდგებით და ოჯახებში პურის ფულს შევიტანთ?! არავის აინტერესებს. ვის მოვთხოვოთ პასუხი?!“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოვაჭრეების აქცია თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, საკითხით მერია დაინტერესებულია, თუმცა ალტერნატიული ფართების გამოყოფაზე პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციას ეკისრება.
მასალის გამოყენების პირობები






