საქართველოზე ნარკოგადაზიდვების 6 მარშრუტი გადის
საზოგადოება - 16:03, 24 Sep, 2014     1711

საქართველოზე ნარკოგადაზიდვების 6 მარშრუტი გადის- ამის შესახებ ნარკოტიკების და დანაშაულის მონიტორინგის ცენტრის დირექტორი პაატა ნოზაძე, გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ნოზაძის თქმით, არსებობს სამი ძირითადი ნარკოტრასა, პირველი- „ჩრდილოეთის გზა“ : ავღანეთი-ცენტრალური აზია-რუსეთი. მეორე- „ბალკანური გზა“ : ავღანეთი-ირანი-თურქეთი-ევროპა. მესამე- „სამხრეთის მიმართულება“: ავღანეთი-პაკისტანი და პაკისტანის საზღვაო პორტიდან ნებისმიერი მიმართულებით. საქართველო არის ძირითადად ტრანზიტული ქვეყანა, აქ შემოტანილი ნარკოტიკების ნაწილი რჩება ადგილობრივი მოხმარებისთვის, დანარჩენი გადის ევროპაში.

ნოზაძის განცხადებით ნარკობიზნესის ყოველწლიური ბრუნვა 600 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე დოლარს აღწევს.
„ ნარკოტიკების დაჭერა ძალიან ძნელია, თუ არ გაქვს წინასწარი ოპერატიული ინფორმაცია, ყველა სახის ტვირთის გაჩხრეკა შეუძლებელია. არსებობს შერჩევითი შემოწმების მეთოდი, სადაც ტვირთები ჩავარდა, იქ მეტწილად ადგილი ქონდა წინასწარი ინფორმაციის მოპოვებას. ტონობით ჰეროინი , რომ აღმოაჩინო , ეს იმას არ ნიშნავს , რომ მიმართულება დაიკეტა, შეიძლება რამდენიმე დღით შეჩერდეს, მაგრამ მერე ისევ იწყება. საცდელი პარტია წამოვა, გაივლის-კარგია, არ გაივლის და არაუშავს. დღეს რომ ნარკობიზნესი წამგებიანი გახადო, წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 2/3 მაინც უნდა ამოიღო, ამოღების საუკეთესო მაჩვენებელი კი 20-25%-ია. მაფიამ ერთი, ორი და სამი ტვირთიც რომ დაკარგოს წაგებაზე მაინც ვერ წავა, ეს წინასწარ აქვს გათვლილი.“-აღნიშნავს ნოზაძე.

ნოზაძე თხევად ჰეროინთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ თხევადი ჰეროინი ამ ფორმით უფრო ადვილი გასატანია, რადგან დოკუმენტში უთითებენ, რომ ეს სარეცხი საშუალებაა. ყველა ტრაილერის და ყველა სარეცხი საშუალების შემოწმების და გასინჯვის კი არც დროა და ფიზიკურად შეუძლებალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42