ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძის დედა შვილის ბათუმის ციხიდან თბილისში დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ ცირა ფოდერძიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ოქროპირიძეზე ციხეში ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობს. ცირა გოდერძიშვილის თქმით, მის შვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან.
„ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ ის ბათუმის ციხიდან გადმოიყვანონ თბილისში. აქ მაინც სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ასევე მოვითხოვთ, რომ ბათუმიდან მისი გადმოყვანა მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, რადგან მას ჯდომა არ შეუძლია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მოვითხოვთ, რომ თბილისში გადმოიყვანონ და სამოქალაქო საავადმყოფოში დააწვინონ, სადაც უმკურნალებენ კარგად. ასევე მოთხოვნა გვაქვს, რომ შემახვედრონ ჩემს შვილს, რომ შევაწყვეტინო შიმშილობა, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






