საქართველო კიდევ ერთი ევროპული ორგანიზაციაში გაწევრიანდა
საზოგადოება - 14:09, 24 Sep, 2014     1471

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) საბჭოს 64-ე სესიაში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველო EPPO -ს 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელიამ საქართველოსთვის EPPO-სწევრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების წინაპირობას და მის განუყოფელ ნაწილს საქართველოში მოქმედი სანიტარული და ფიტოსანიტარული რეგულაციების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს. საქართველო, როგორც EPPO-სწევრი ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში და, ამავდროულად ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს. ეს არის მავნებლებ თანბრძოლის კონტროლის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების ხელშეწყობა, ფიტოსანიტარული დამცენარეთა დაცვის რეგულაციების ჰარმონიზაციის წახალისება, კულტურული და ველური მცენარეებისათვის ზიანის მომტანი მავნებლების წარმოქმნისა და გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება და სხვა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი. EPPO-ს საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონეც ესწრებოდა.

ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ფიტოსანიტარიის სფეროში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების, EPPO-ს მიერ შექმნილ და მხარდაჭერილ მონაცემთა ბაზასა და სრულ თანამედროვე ფიტოსანიტარიულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, საქართველოს ტერიტორიის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყეების ფიტოსანიტარიული დაცვის დონის ოპტიმიზაციის მიღწევის საშუალებას მისცემს. საერთაშორისო ვაჭრობაში EPPO-ს წევრი ქვეყნიდან ექსპორტირებულ მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის მიმართ ნდობა განსაკუთრებით მაღალია. EPPO -ში გაწევრიანებით, საქართველო ფიტოსანიტარიული თვალსაზრისით კეთილსაიმედო სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს დაიმკვიდრებს.

დღეისათვის EPPO-ში გაწევრიანებულია 50 ქვეყანა, მათ შორის აზიიდან ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42