223 400 გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს მიმართ 4,5 მილიარდ ლარზე მეტი მართებს, ეს თანხა სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. აქედან პარლამენტი მხოლოდ იმ დავალიანებსა ჩამოწერს ,რომელიც ამა თუ იმ კომპანიას 2005 წლამდე დაუგროვდა და იგი ბაზრიდან საერთო გამქრალია. საგადასახადო კოდექსში ცვლილება არ შეეხება იმ ბიზნესმენებს , რომლებიც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში „საგადასახადო ოაზისში“ იმყოფებოდნენ.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეთი 23 სექტემბერს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილეს. გეგმის მიხედვით ჩამოწერას ექვემდებარება2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუკი გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობა არ უფიქსირდება.
ასევე ჩამოწერას დაექვემდებარება 2009 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ საგადასახალო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის გადახდის პირობით, თუკი პირს შემდგომი აქტივობა არ უფიქსირდება.
გარდა ამისა პროექტის მიხედვით ამნისტია შეეხება საკონტროლო სალარო აპარატის გამოოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებულ გადაუხდელ ჯარიმებს.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ჯარიმების ლიბერალიზაცია და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა რამდენიმე მიმართულებით მოხდება. მისი თქმით, ზოგიერთი საბჭოთა კოლმეურნეობებისა და ისეთი ორგანიზაციის ვალია, რომელიც ბუნებაში აღარ არსებობს, ამიტომ ეს ბაზა აუცილებლად უნდა გასუფთავდეს.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დაახლოებით ერთ თვეში დაამტკიცებს,რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტრო ვალის ჩამოწერის პროცედურებს დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






