სავაჭრო ობიექტებს „სადეზინფექციო სამსახურის“ სახელით ადამიანები აკითხავენ და სადეზინფექციო მომსახურებაში 80-დან 120 ლარამდე ახდევინებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 300-ლარიანი ჯარიმით ემუქრებიან, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში, ბოლნისში, მარნეულში,ქუთაისში, კასპსა და გორში. 50-მდე დაზარალებული მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს თანადგომას და თაღლითური სქემის გაშიფვრას სთხოვს.
აღნიშნული პირები აქტიურად მოქმედებდნენ თბილისში და კორპუსის მობინადრეებს შესაბამისი სამუშაოს ჩატარებაში 1 ლარს სთხოვდნენ. მას შემდეგ რაც ამ „აფიორის“ შესახებ სიმართლე გაირკვა, თაღლითებმა კორპუსებში სიარული შეწყვიტეს. უფლებადამცველები ფიქრობენ , რომ რეგიონებში დღეს მოქმედი ახალ თაღლითურ ჯგუფს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ,მათ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლეს.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ეტიკის“ თავმჯდომარის, ამირან შენგელიას ინფორმაციით: „ ფულის გადახდის შემთხვევაშუ, სავაჭრო ობიექტებში 1 ლარიან ხსნარს „კარატეს“ მოასხამენ და მთელი სადეზინფექციო მომსახურება ამით მთავრდება. სინამდვილეში ეს არა არის დეზინფექცია და ხალხი თანხას არაფერში იხდის. მით უმეტეს, როცა არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, საბუთებზე არ აწერენ ხელს და არც ქვითარი ეძლევათ.“
იურისტების თქმით , კერძო კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს დეზინფექციის სამუშაოს ჩატარების უფლება, თუ მათ მოსახლეობისგან ან რომელიმე დაწესებულებისგან ან რომელიმე დაწესებულებისგან კონკრეტული დაკვეთა ექნებათ.
„დეზინფექციის სამსახურში“ , რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა , აცხადებენ, რომ აცივებასთან ერთად რეგიონებში მღრღნელებისა და მწერების პრობლემა გამძაფრდა და სადეზინფექციო სამუშაოოებსაც სწორედ ამ მიმართულებით ატარებენ. თუმცა , ასეთი მომსახურება არ არის სავალდებულო და დამკვეთის სურვილისამებრ ტარდება.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






