ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს
საზოგადოება - 19:37, 23 Sep, 2014     1097

გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს. ხვალ, 11:00 საათზე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

სამუშაოებს ხურვალეთში შპს. „კონსტრუქცია XI“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილის გაყვანა, ასევე ამომყვანების, მრიცხველებისა და გამანაწილებლების დამონტაჟება. მოსახლეობას სახლამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. პროექტის ღირებულებაა 280 000 ლარი. სოფელ ხურვალეთის 300-მდე ოჯახში ნოემბრის თვეში ცისფერი ალი აინთება და ადგილობრივებს ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოუგვარდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა.

გაზიფიცირების სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. გორის რაიონის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით საზღრისპირა სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 58 სოფელში 13 375 კომლის გაზიფიცირება მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42