რამდენიმე დღეში საქართველოს უკრაინელი მილიონერი ნიკოლაი ლატანსკი ისევ ეწვევა. ორიგინალური ტრეინინგებით განთქმულ ლატანსკის, თბილისში ამჯერად გაყიდვების ტრეინინგი ჩამოაქვს.
მსმენელს თბილისელი ორგანიზატორები 27 -28 სექტემბერს ელიან. მათივე თქმით ძლიერი მოტივატორი და პოზიტიური გარემოცვის შექმნის დიდოსტატი ამ ორ დღეში ნამდვილ სასწაულს მოახდენს და უკეთესი ცხოვრების მსურველთა ყოფას რადიკალურად შეცვლის. „წარმატებულთა კლუბ "ინტერგენიას" მოწვევით ნიკოლაი ლატანსკიმ უკვე ორჯერ ჩაატარა თბილისში ტრენინგი "გაჭრა წარმატებისკენ".
თამარ საგინაშვილი, „ინტერგენიას დამფუძნებელი“: „გაჭრა წარმატებისკენ“, - ეს ერთადერთი ტრენინგია, რომელსაც იგი კიევის გარეთ ატარებს. ამჯერად კი იმ მსმენელთა თხოვნით რომელთაც ძალიან უნდოდათ გაყიდვების გენიოსთან გაყიდვების ტრენინგის გავლა, ჩვენ დავითანხმეთ ბატონი ლატანსკი, რომ თბილისში ჩამოეტანა ეს უნიკალური ტრენინგი "Как продавать не продавая!"არავინ იცის, კიდევ როდის ჩატარდება ეს ტრენინგი თბილისში ან საერთოდ ჩატარდება კიდევ თუ არა. ამ დონის ტრენინგების სხვა ქალაქში და სხვა ქვეყანაში გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.ამიტომ, გულწრფელად გირჩევთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.მომავალში ათას მადლობას ეტყვით საკუთარ თავს“
მასალის გამოყენების პირობები






