შემოდგომაზე თბილისის მასშტაბით 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება
საზოგადოება - 17:47, 23 Sep, 2014     2363

დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოებს იწყებს. ამ მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამხმარი და მავნებელი დაავადებებისგან დაზიანებული ხეებისაგან შესაბამის ტერიტორიებს გაწმენდს.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში, 24-25 სექტემბერს, 150-მდე დაავადებული და ხმელი ხე მოიჭრება. მისივე თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. სამუშაოები პირველ ეტაპზე ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ ქუჩებში დაიწყება.

“თბილისის შემოსასვლელში უკვე მონიშნულია დაახლოებით 450 გამხმარი ხე. მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში 700 ხე დაირგვება. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ტერიტორიაზე 6 ჯიშის ნერგები დაირგვება, კერძოდ, აკაკი, ჰორიზონტალური კვიპაროსი, პირამიდული კვიპაროსი, ფიჭვი, ელდარი და ჰიმალაის კედარი“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ნარგავების ხმობის გამომწვევ მიზეზად ბიძინა გიორგობიანი ხელოვნური განაშენების დროს, აგროტექნიკური პირობების დარღვევას ასახელებს, რამაც, მისი თქმით, დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.

რაც შეეხება მავნებლებით წიწვოვანი ნარგავების დაზიანებას, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამის მიზეზი ფიჭვნარებში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაა, როდესაც დასუსტებულ მცენარეებს უქვეითდება რეზისტენტობა სხვადასხვა მავნე დაავადებათა მიმართ.

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, დაზიანებული და გამხმარი ნარგავებისაგან ტერიტორიის გაწმენდა აუცილებელია საშიში კერების გაზრდის პრევენციის მიზნით, ანუ იმ ნარგავების გადასარჩენად, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მავნებლებით და სხვა გარემო პირობებით დაზიანებული.

ქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროექტი თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42