ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა „Pink Floyd“-მა ოფიციალურ საიტზე, საზოგადოებას ახალი ალბომის „ The Endless River“-ის გამოსვლის შესახებ ამცნო, ალბომი რომელიც 10 ნოემბერს გამოვა, გახდება ჯგუფის პირველი სტუდიური ნამუშევარი , ბოლო 20 წლის მანძილზე.
როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, ალბომის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია 1993 წლის სესიებზე, როცა მუსიკოსები The Division Bell-ის გრამფირფიტაზე მუშაობდნენ, ამიტომ სიმღერებში შესაძლებელი იქნება ჯგუფის გარდაცვლილი კლავიშისტის რიჩარდ რაიტის მიერ შესრულებული კომპოზიციების მოსმენაც.
ჯგუფის ერთ-ერთგი ლიდერის დევიდ გილმორის მეუღლემ, პოლი სამსონმა ალბომს რიკ რაიტის „გედის სიმღერა“ უწოდა.
ალბომი ბრიტანეთში Parlophone-ის ლეიბლით გამოვა, რომლიც ხმისჩამწერ გიგანტ „EMI“-ს ეკუთვნის.
ალბომის გარეკანი 18 წლის ეგვიპტელმა დიჯიტალ-მხატვარმა აჰმედ ემად ელდინმა შექმნა
მასალის გამოყენების პირობები