თბილისში ვაცლავ ჰაველის მემორიალური დაფა გაიხსნა
საზოგადოება - 16:44, 23 Sep, 2014     671

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, შეთანხმდნენ ვაკის რაიონისა და პრაღის მე-6 უბნის დაძმობილების საკითხზეც.

თბილისის მერმა საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც დავით ნარმანიას თქმით, ქვეყანას კიდევ მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.

პრაღის 6-ე უბნის გამგებელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ჩეხეთის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ თბილისთან მჭიდრო ურთიერთობების საკითხებზე ის 2009 წლიდან, მისი მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან, აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა, გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ვაკეში მდებარე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც დღეს მემორიალური დაფა გაიხსნება, ბიუსტის დადგმა იგეგმება. ჭიჭინაძის განცხადებით, შესაბამისი ტენდერი უახლოეს მომავალში გამიოცხადდება.

პრაღის დელეგაციასთან დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელი, გივი ჭიჭინაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42