საქართველოს მთავრობის კანცელარიის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოკა ყანდიაშვილი ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ კონსულტაციებს აწარმოებს.
„მეგობრებო - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან "მაესტროზე" ვიწყებ გადაცემის წაყვანას - არ შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა ვადასტურებ რომ კონსულტაციები ამ თემაზე - მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ რომ მომავალში ეს იდეა განხორციელდეს.
აქვე მინდა შეგატყობინოთ, რომ ვფიქრობ შევქმნა სტუდია - და რამოდენიმე არხს ერთდროულად შევთავაზო სხვა და სხვა სახის ტელე-პროდუქცია. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე - რა თქმა უნდა შეგატყობინებთ და პრეზენტაციაზეც დაგპატიჟებთ. ამჟამად, ვაგრძელებ მუშაობას - საქართველოს მთავრობის კანცელარიაში კონსულტანტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“, - წერს „ფეისბუქზე“ ყანდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






