პრემიერის დავალებით შექმნილ საგანგებო შტაბს დღეს მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა
საზოგადოება - 13:57, 23 Sep, 2014     1480

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად დღეს ოპერატიული თათბირი გამართა. მათ სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმენეს. თათბირს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რაც სავარაუდოდ ზღვაში შტორმს გამოიწვევს, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ყველა სამსახური მობილიზებულია, რომ მზად დახვდეს მოსალოდნელ სტიქიას. განსაზღვრულია ყველა სარისკო ადგილები, მომზადებულია ჯგუფები, რომლებიც ყველა შესაძლო გართულებაზე მოახდენენ რეაგირებას. ისინი, ვინც იმყოფებიან რისკის ქვეშ, გადაყვანილნი იქნებიან უსაფრთხო ადგილას და უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარით.

„დღევანდელ შეხვედრაზე არსებული სიტუაცია შევაჯამეთ და დავგეგმეთ სამომავლო მოქმედებები. მოვისმინეთ გეოლოგების დასკვნა. ასამდე გამოძახება დაფიქსირდა ჯამში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის დეპარტამენტის გეოლოგები 100-ივე გამოძახებას შეისწავლიან და დღის ბოლოს უკვე დასკვნა გვექნება. ხვალ ამინდის გაუარესებას ველით. შესაბამისი დავალებები მიეცათ მუნიციპალიტეტებს, მერიის, შინაგანსაქმეთა სამმართველოს და ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს კრიზისის მართვაში მიეცათ დავალებები. საღამოს 18:00-ზე ისევ ჩატარდება თათბირი და მოხდება საბოლოო მონაცემების შეჯამება. შექმნილი იქნება ჯგუფები, რომლებიც მობილიზებულნი იქნებიან და დროულად მოახდენენ რეაგირებას“ განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები დაგარეუბნები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42