„საბას“ რიგით მე-12 კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ. კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებული ავტორები 10 ნომინაციაში გამოავლინა, რომლებსაც „საბას” პრიზი და ფულადი პრემია გადაეცათ
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
საუკეთესო რომანი- ზვიად კვარაცხელია, ”ფორმა N100” (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული- არჩილ ქიქოძე, ”ჩიტის და კაცის ამბავი” (სიესტა)
საუკეთესო პოეტური კრებული- ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა (საუნჯე)
საუკეთესო თარგმანი- გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო პიესა- დავით გაბუნია, ”პიესები” (დიოგენე)
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი- ლია ლიქოკელი, ”დევის ცოლის სიცილი ”(საუნჯე), Toresa Mossy, სიბრძნე სიცრუისა (პალიტრა L)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა- თამაზ კვაჭანტირაძე, ”განსჯანი” (ილიელი)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა- გოგი გვახარია, ”ცრემლიანი სათვალე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე- დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის რომანი ''აველუმი''
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ”საბა” გადაეცა პოეტს და მთარგმნელს დავით წერედიანს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.მასალის გამოყენების პირობები