სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო აჭარაში მომხდარ სტიქიაზე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:39, 22 Sep, 2014     1741

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ადგილზე იმყოფება საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. მასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები, რომლებიც შტაბს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ობიექტებიდან, უწყვეტ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42