მომღერალი სოფო ნიჟარაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტმა მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა.
"ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, რომელშიც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში, ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა ალბათ ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა", - წერს სოფო ნიჟარაძე.
ერთ-ერთმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტმა მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






