საქართველოს რეიონული განვითარებისა და ინფორასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ კოპაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს თავმჯდოამრე, მინდია ჯანელიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე, სხვა ოფიციალური პირები აჭარაში გაემგზავრნენ.
დღეს ბათუმში დაგეგმილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის შეკრება და დაზარალებული ობიექტების მონახულება.
„პრობლემების შექმნისთანავე, აჭარაში მობილიზებულები არიან ჩვენი სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა“, - განაცხადა დავით შავლიაშვილმა, - „აქტიური კომუნიკაცია გვაქვს აჭარის მთავრობის მეთაურთან. გუშინდლამდე ჩვენი ჩარევის საჭიროება არ არსებობდა. დღეიდან, მზად ვართ აჭარას აღომოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება, რომელიც ჩვენ კომპეტენციაშია.“
მასალის გამოყენების პირობები






