გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს „კეთილშობილ ობს“, რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს.
დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად ამზადებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით.
ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.
წყარო: მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები