მსოფლიო დონის გამოგონების ავტორი და პატენტმფლობელი თამაზ ნანიტაშვილი აცხადებს, რომ მისი გამოგონება უნიკალურია, ვინაიდან მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„პროექტი ახლახან დავასრულე და მას რამდენიმეწლიანი ტიტანური შრომა მოვანდომე. ამ გამოგონებას შეუძლია აგვარიდოს ბუნებრივი კატაკლიზმების დიდი ნაწილი, ისეთები, როგორიცაა: გრიგალისებრი ქარი, ციკლონური ქარიშხალი, ტორნადო, ტაიფუნი, ზვავი, მეწყერი, წყალდიდობა, ძლიერი წვიმა, სეტყვა, გვალვა ხანძარი, ჩემი გამოგონება - „დედამიწის ატმოსფეროში დაბინძურებული სივრცის გაწმენდის ხერხი“, გულისხმობს, იმას, რომ სპეციალური ორგანული გენერატორების გამოყენებით ხდება ატმოსფეროს სივრცეში არსებული დაბინძურებული აირების, უარყოფითი ენერგიის შეწოვა, მისი გარდაქმნა, უსაფრთხო, სუფთა დადებით ბიოენერგიად, შემდეგ კი მის უკანვე, ატმოსფეროში დაბრუნდება... პროცესი მიმდინარეობს მოწყობილობის დადგმის წუთიდან მუდმივად, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად, ყოველგვარი ზედმეტი მომსახურების გარეშე აღვადგინოთ და ბუნებრივ ნორმებში დავიჭიროთ ატმოსფერული ბიოენერგიის ბალანსი, წინასწარ განსაზღვრული სივრცის ფარგლებში... 5 კომპლექტი მოწყობილობით შეიძლება, მთლიანად დავიცვათ საქართველოს ტერიტორია ყოველგვარი ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან“, - განუცხადა „ვერსიას“ თამაზ ნანიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






