სპილო "გრანდი" უკვე ცუღლუტობის ხასიათზეა
საზოგადოება - 15:59, 19 Sep, 2014     4307

თბილისის ზოოპარკი სპილო "გრანდის" ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ალბათ სულმოუთქმელად ელით ცნობებს გუშინდელი დღის გმირის, ჩვენი გრანდის შესახებ. აი ისიც. ხელმეორედ დაბადებული და გაღმა სამყაროდან მობრუნებული. ღამე კარგად გადაიტანა. ცოტა სუსტადაა, რაც ამგვარი ურთულესი ოპერაციის შემდეგ არცაა გასაკვირი, თუმცა უკვე ცუღლუტობის ხასიათზეა. ხორთუმით საბურავები შემოზიდა და აგორავებს აქეთ-იქით. თან ვოლიერის მეორე მხარეს მონარნარე უმშვენიერეს მეუღლეს უჭვრიტინებს და გრძელწამწამიან თვალებსაც უპაჭუნებს.

გრანდს დაწვრილებით მოვუყევით გუშინდელი ამბები, თუ როგორ განიცდიდა და ღელავდა მთელი ქვეყანა, როგორ რეკავდნენ, გვწერდნენ, როგორ გვთავაზობდნენ დახმარებას მისი მეგობრები, როგორ არ იძინებდნენ ბავშვები სპილოს გაღვიძების მოლოდინში და როგორ მოჰქონდათ ჩვენს გულშემატკივრებს შუაღამისას საკვები, ზოოპარკის გადაღლილი თანამშრომლები მოშიებულები იქნებიანო... ის აჟიოტაჟიც აღვუწერეთ, მის წამოდგომას რომ მოჰყვა - ცრემლიანი თვალები, მოლოცვები და ჟივილ-ხივილი. ამ ისტორიებს რომ ისმენდა, მადლიერების ნიშნად თავს გვიქნევდა და თან კიტრებს ახრამუნებდა. ყველას მადლობა გადმოგცათ. იმედია Facebook მოლოცვებით არ შემოიფარგლებიან, მოვლენ და მომინახულებენო

უცხოელი ვეტექიმების განცხადებით, გრანდის ოპერაცია ყველაზე რთული იყო მათ პრაქტიკაში. ამგვარი გართულება არც ერთ მათ პაციენტს არ ჰქონია. მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ პროცესი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ბევრს აინტერესებდა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ეშვის ამოღების აუცილებლობა, ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დიახ, მოტეხილი ეშვის ამოღება აუცილებელი იყო. ხომ ყველას გტკიებიათ კბილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც? აი დაახლოებით ასეთი ტკივილით უწევდა ცხოვრება ჩვენს საბრალო გრანდს. თანაც, მოტეხილი ეშვი მუდმივი ანთებითი პროცესის კერა იყო, ეს კი გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოიწვევდა სპილოს სიკვდილს. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა, ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოახერხეს. მეორე ეშვის ამოღების ოპერაციის გაკეთება დაახლოებით 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი. აი მაშინ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამ ნერვიულობის გადატანა...",- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42