მსოფლიოს გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, ნაიკი, პუმა, სამსუნგი, შევროლე, დიდ საფეხბურთო კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების დროს ითვალისწინებენ ადამიანის ფსიქოლოგიას... ადამიანის ფსიქოლოგიას,რომელსაც ყოველთვის საუკეთესო იზიდავს,რომელიც ყოველთვის საუკეთესოს გულშემატკივრობს,რომელიც ყოველთვის მაღალ კლასს, მაღალ დონეს უჭერს მხარს–ჩვენს შემთხვევაში ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბებზეა საუბარი, რომლებსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.აქედან გამომდინარე,ხშირ შემთხვევაში გიგანტ კომპანიებს სწორედ ასეთი ზედმეტად პოპულარული საფეხბურთო თუ სხვა სპორტის სახეობის კლუბები იზიდავს და სწორედ მათ მაისურებზე ყიდულობენ სარეკლამო ადგილებს, აქვეყნებენ თავიანთ საფირმო ლოგოებს კოლოსალური თანხების სანაცვლოდ.რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ინვესტიცია, რომელიც მიზანმიმართულია ამა თუ იმ კომპანიის მოგების გაზრდაზე.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინგლისის ტოპ 5 საფეხბურთო კლუბს, ყველაზე ძვირიანი კონტრაქტებით:
5 ) მანჩესტერ სითი (Manchester City FC)
მანჩესტერული კლუბი, რომლის მაისურსაც აწარმოებს ყველასათვის ცნობილი კომპანია Nike და სწორედ Nike–მა გააფორმა 6 წლიანი კონტრაქტი კლუბთან და მანჩესტერელები ამის სანაცვლოდ $120მილიონს მიიღებენ. ამის გარდა, სითის სპონსორია Etihad Airways, რომელიც საფეხბურთო მაისურზე სარეკლამო ადგილისთვის,კონტრაქტით გათვალისწინებულ,$33.4მილიონს იხდის.
4) ლივერპული (Liverpool FC)
ლივერპულური გრანდი.მაისურის დიზაინზე მუშაობს Warrior, რომელსაც კლუბთან 6–წლიანი, $250მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ხოლო, რაც შეეხება კლუბის სპონსორს, ეს არის ინგლისური ბანკი–Standard Chartered, რომელიც ლივერპულურ გრანდს წელიწადში $33.4 მილიონს უხდის.
3) ჩელსი (Chelsea FC)
ლონდონური გრანდი.მაისურის მწარმოებელია ასევე ძალიან ცნობილი Adidas, რომელსაც კლუბთან გაფორმებული აქვს 10 წლიანი,ნახევარ–მილიარდიანი კონტრაქტი.სპონსორად კი გვევლინება Samsung (1 წელი – $30მილიონი). აღსანიშნავია, რომ Samsung ლონდონელებთან მეგობრობს 2005 წლიდან და სწორედ ამ ევროპულ–აზიური მეგობრობის დამსახურებაა ის, რომ Samsung–მა თავისი გაყიდვები ევროპაში გააორმაგა.
2) არსენალი (Arsenal FC)
მეორე ლონდონური გრანდი.მაისურის დიზაინზე მუშაობს Puma (კონტრაქტი:5 წელი–$250მილიონი), სპონსორია დუბაის ავიახაზები – Fly Emirates (კონტრაქტი: 5 წელი–ასევე $250 მილიონი).
1) მანჩესტერ იუნაითედი (Manchester United FC)
ჩვენი ხუთეულის პირველ ადგილზე გავიდა მანჩესტერული გრანდი, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ კლუბად ითვლება. მას გაფორმებული აქვს 13–წლიანი, $506 მილიონიანი კონტრაქტი Nike–თან, რომელიც უკვე 12 წლის განმავლობაში ზრუნავს იმაზე, რომ “წითელი ეშმაკების“ მაისური პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს.უნდა ვთქვათ ისიც, რომ მომავალი სეზონიდან Nike–ს Adidas ჩაანაცვლებს, რომელიც „Telegraph“–ის ცნობით, რეკორდულ თანხას შესთავაზებს მანჩესტერელებს კონტრაქტის სანაცვლოდ. ამის გარდა,მანჩესტერელებმა გააფორმეს 7–წლიანი, $490 მილიონიანი კონტრაქტი გიგანტ ამერიკულ საავტომობილო კომპანიასთან Chevrolet.
აკაკი გუმბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






