დავით ნარმანიამ აქციაში ,,დავასუფთაოთ საქართველო“ მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 11:34, 19 Sep, 2014     1873

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დასუფთავების აქციაში - `დავასუფთაოთ საქართველო“ - მიიღო მონაწილეობა.

დავით ნარმანიამ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ნარიყალაზე, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სამდღიან აქციაში გარემოსდამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩართულები არიან თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვისა და დასუფთავების სამსახურები.

„დედაქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ქუჩაში არ დავყაროთ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალიან აქტიურ ქმედებებს ვიწყებთ. იქნება ეს დედაქალაქში დამატებითი ურნების დადგმა, მასშტაბური აქციები, საინფორმაციო კამპანია თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სუფთა ქალაქი ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

აქციაში მონაწილობდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა კვიკი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.

აქციას `დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო~, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, თბილისის მერიის და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ახორციელებს.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში, დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121 -ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42