რეიდები კომერციული სექს-მუშაკების წინააღმდეგ
საზოგადოება - 22:41, 18 Sep, 2014     4879
ორგანიზაცია ,,იდენტობა“ პოლიციელთა მხრიდან კომერციული სექს-მუშაკების შევიწროების ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს:

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ. მასობრივი საპოლიციო რეიდების დასრულების შემდეგ, პოლიციის მორიგი სამიზნედ კომერციული სექს-მუშაკები იქცნენ. პოლიცია რეიდების განმავლობაში სექს-მუშაკებს მათთვის ტრადიციული შეკრების ადგილებზე დგომას უკრძალავს არა კანონით გაწერილი ნორმებით, არამედ მიზანმიმართულად პროვოკაციული მეთოდების გამოყენებით.

სექს-მომსახურების შეთავაზება აკრძალულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მაგრამ პოლიცია ამ კანონს არ იყენებს. ამის ნაცვლად, პოლიციელები პროაქტიულად და მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სექს-მუშაკებს, რითაც საპასუხო აგრესიულ ქცევას იწვევენ. შემდგომ, პოლიციელები გაღიზიანებული, ნაცემი და დამცირებული სექს-მუშაკების მხრიდან საპასუხოდ განხორციელებული ზეპირსიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ვიდეოკამერაზე იღებენ, აღნიშნულ პირებს აკავებენ და სასამართლოს წარუდგენენ.

სასამართლოები კი წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იძულებულნი ხდებიან აღნიშნული პირები დააჯარიმონ ძირითადად ისეთი სამართალდაღვევებისათვის, როგორებიცაა მაგ. ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პოლიციელის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედების დადასტურებას კი მსხვერპლები სასამართლოს წინაშე, მყარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ. პოლიცია რეიდების მსვლელობის მთლიან პროცესს კი არ იწერს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელშიც გაღიზიანებული მსხვერპლის თავდასხმაზე საპასუხო ქმედება ჩანს.

მიმდინარე ეტაპზე "იდენტობა" რამდენიმე დაზარალებულთან მუშაობს და ცდილობს მოიპოვოს პოლიციის უკანონო ქმედებების შესახებ მეტი მყარი მტკიცებულება, მაგრამ ამავდროულად გვსურს სასწრაფოდ მივმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დროულად უზრუნველყონ პოლიციის მხრიდან აღნიშნული უკანონო ქმედებების სასწრაფოდ აღკვეთა. ასევე, მნიშვნელოვანია განუმარტოთ საზოგადოებას, რა არის აღნიშნული რეიდების მიზანი, რადგან ჩვენთვის აუხსნელი რჩება, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ასეთი ძალადობრივი მეთოდებით საქართველოში პროსტიტუციის პრობლემის აღკვეთას? არის კი პროსტიტუციის აღკვეთა აღნიშნული სისტემური ქმედების მიზანი და თუ ასეა, რატომ არ იყენებენ პოლიციელები კანონით სპეციალურად წინასწარ განსაზღვრულ ზომებს?

ასევე, გვსურს შევახსენოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ვერ ცერთი ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ფეხქვეშ გათელვით.

თუ აღნიშნული ქმედებები კვლავ სისტემურ ხასიათს შეიძენს, უფლებას ვიტოვებთ გავიზიაროთ მოსაზრება, რომ რადგან პირის მიერ სექს-მომსახურების გაწევის ფაქტის მტკიცებულებების მოპოვება რთულია და პოლიციელის მხრიდან მაღალ კვალიფიკაციას და დროის რესურსის ჩადებას მოითხოვს, იგივე ქმედების აღსაკვეთად პოლიცია მარტივ და უკანონო გზას მიმართავს. პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და უკანონო ქმედებას ყველაზე ხშირად არათავისუფალ, ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ვხვდებით, რისი ნათელი მაგალითიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველო კი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მოსურნე ქვეყანაა, უნდა მოერიდოს არადემოკრატული მეთოდებით ისეთი სოციალური საკითხის დარეგულირებას, როგორადაც კომერციული სექს–სამუშაო მიიჩნევა" – ნათქვამია "იდენტობის" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42