ჭავჭავაძის #16-ში „ალტას“ განახლებული შოურუმი იხსნება
საზოგადოება - 18:25, 18 Sep, 2014     4217
19 სექტემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირის #16-ში „ალტას“ განახლებული შოურუმი იხსნება. კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელის განახლებულ შოურუმს „ალტას“ მენეჯმენტის წარმომადგენლები და თბილისის არჩეული მერი - დავით ნარმანია საზეიმო ვითარებაში გახსნიან.

მიწვეულ სტუმრებთან ერთად, გახსნის ცერემონიალს, მოწვეული სტუმრები და „ალტას“ პარტნიორი ბრენდების (სამსუნგი, ლენოვო, ინტელი, APC, ჰუავეი) წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ალტას“ მენეჯმენტის ინფორმაციით, მაღაზიის განახლების შედეგად, შოურუმის ფართი ხუთჯერ გაიზარდა. „შოურუმის გაფართოებამ საშუალება მოგვცა ახალ მაღაზიაში ადრინდელთან შედარებით ხუთჯერ მეტი პროდუქცია წარმოგვედგინა. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ, ახალ შოურუმში მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება დახვდება, ასევე იგეგმება მრავალი წამახალისებელი აქცია“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კახა ჭოველიძე.

350 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ შოურუმში, მომხმარებელს მსოფლიოში ტექნიკის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალური ჰოლოგრამიანი პროდუქციის შეძენა შეეძლება. ვაკის შოურუმში ტელევიზორების, სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, ციფრული კამერების, აქსესუარების და საოფისე ტექნიკის ფართო არჩევანი იქნება.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ „ალტას“ ვაკის ფილიალში, პროდუქციის განლაგება ახალი კონცეფციით მოხდა. პროდუქცია სპეციალურ კუნძულოვან სტენდებზე განლაგდა და დაიყო ზონების მიხედვით. ნებისმიერი სახის ტექნიკა ჩართულ მდგომარეობაში იქნება, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მის დათვალიერებას და მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.

ვაკის ფილიალის განახლებაში კომპანიამ 240 000$-ის ინვესტიცია განახორციელა. გაიზარდა კადრების რაოდენობაც და დასაქმდა 22 ადამიანი.

მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენა, ყოველდღე 10:00 საათიდან 21:00 საათამდე (შაბათ-კვირას 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე) შეეძლებათ. მაღაზიაში მომხმარებელი ადგილზე შეძლებს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი ბანკი რესპუბლიკას, ლიბერთი ბანკის, ტაო პრივატბანკის და ვითიბი ბანკის განვადებებით სარგებლობას.

„ალტამ“ ახლახანს, კიდევ ერთი შოურუმი თბილისი ცენტრალში განათავსა. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მენეჯმენტის ინფორმაციით, კიდევ ორი ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება.

ალტა კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ალტას მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. ალტას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42