თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
მათი თქმით, პროტესტის მიზეზი თენგო ერისთავის დაკავებაა. როგორც ისინი აცხადებენ დაკავება მოხდა უკანონოდ და ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას აღმოუჩინეს, სამართალდამცველების მიერ არის ჩადებული.
„ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ვიყავით ინფორმირებული, რომ თენგოს დაიჭერდნენ. უბრალოდ არ ვიცოდით მიზეზი. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არის ის, რომ დავამტკიცოთ თენგოს უდანაშაულობა. გვითრეს 7 აბი სუბოტექსით იყო თენგო დაჭერილი და დღეს უკვე ბრალის წაყენების დროს რაოდენობა 12-მდე გაიზარდა“, - აცხადებს თენგო ერისთავის მეუღლე.
ცოტა ხნის წინ თენგო ერისთავს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფოციალურად წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






